ჰაუსმანიას საგარანტიო პირობები:
საგარანტიო მომსახურება საგარანტიო პერიოდში ნივთის უფასო შეკეთებას გულისხმობს. საგარანტიო მომსახურება ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც ვებგვერდზე აღნიშნულია, როგორც „ექვემდებარება გარანტიას“. გარანტიას დაქვემდებარებული პროდუქტის შეძენის დროს, HOUSEMANIA მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გაუგზავნის საგარანტიო ტალონს, სადაც მითითებული იქნება:

  • მომხმარებლის სახელი და გვარი
  • ნივთის დასახელება
  • ბრენდი
  • მოდელი
  • გაყიდვის დრო და საგარანტიო ვადა.
    მომსახურების მისაღებად საჭიროა დაუკავშირდეთ ონლაინ მაღაზია HOUSEMANIA-ს და წარადგინოთ მის მიერ გაცემული საგარანტიო ტალონი. საგარანტიო მომსახურება იმ შემთხვევაში არ გავრცელდება, თუ საგარანტიო ვადა უკვე გასულია და ასევე, თუ ნივთი ფიზიკურად დაზიანებულია, მათ შორის იგულისხმება:
    სითხით დაზიანება;
    ფიზიკური დაზიანება;
    არასტანდარტული ძაბვის გამო დაზიანება;
    პროდუქციის ექსპლუატაციის წესების დარღვევა;
    თუ შეცვლილია ან წაშლილია სერიული ნომერი;
    პროდუქტი, რომელზეც საგარანტიო სამუშაოები უკვე შესრულებულია არაუფლებამოსილი პირის ან კომპანიის მიერ.
    წუნდებული პროდუქციის ახლით ჩანაცვლება შესაძლებელია, თუ:
  • ნივთს გახსნისთანავე (მოტანის მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი. (ნივთის ვიზუალური დათვალიერება მიტანის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებითაა შესაძლებელი); – ნივთს შეძენიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი, სერვისცენტრი გასცემს წუნდებული მოწყობილობის შეცვლის აქტს. აღნიშნული პირობა მოქმედებს, თუ პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშეა შენარჩუნებული და აღნიშნულ ვადაში პროდუქტი სრული კომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთითაა წარმოდგენილი; სერვისცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული ნივთი 45 სამუშაო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნივთი იცვლება ახლით. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ვადაში ნივთის იდენტური პროდუქტით ჩანაცვლება ვერ ხერხდება ან მსგავსი მოდელი მომწოდებელს მარაგში აღარ აქვს, პროდუქტი იცვლება (მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე) თავდაპირველად შეძენილი პროდუქტის ღირებულების ფარგლებში არსებული მსგავსი პროდუქტით.
    საგარანტიო მომსახურების მისაღებად საჭირო პროცედურა:
    თუ ვებგვერდზე -HOUSEMANIA – ნაყიდ პროდუქციას (რომელსაც მოყვება გარანტია) აღმოუჩნდა პრობლემა და პროდუქტი ექვემდებარება საგარანტიო შეკეთებას, მომხმარებელმა ვერ იპოვა საგარანტიო ტალონი ან საგარანტიო ცენტრის მისამართი და ვერ გაარკვია ექვემდებარება თუ არა დაზიანებული ნივთი საგარანტიო შეკეთებას, შეუძლია დააფიქსიროს პრობლემა ჰაუსმანიას საინფორმაციო ცენტრში (ტელეფონი, Email, Support Chat on HOUSEMANIA), სადაც საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერის გუნდი, მას საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.