ნივთის საგარანტიო პირობების ხილვა შეგიძლიათ ,,გარანტიის პირობებში“, რაც შეეხება ნივთის შეცვლას და დაბრუნებას:
ნივთის შეცვლა ან დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში თუ:ს
შეკვეთილი ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პურობების შეუსაბამო აღმოჩნდა (აქვს ქარხნული წუნი), მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ამ შემთხვევაში გარანტიის პირობების შესაბამისად ხდება ნივთის იმავე ან სხვა მოდელით ჩანაცვლება (მომხმარებელთან შეთნხმებით)
ნივთის შეკეთება ან შეცვლა უნდა მოხდეს რეგლამენტით წინასწარ გაწერილ ვადებში. იხ. ,,გარანტიის პირობები“
თუ ნივთი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ შეკვეთილ ნივთს, ან ტრანსპორტირების დროს მოხდა ნივთის დაზიანება, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან შეცვლა.
იმ შემთხვევაში თუ ნივთი დაზიანდა (გარემო პირობების ზეგავლენის გარეშე, ანუ 1 კვირის შემდგომ გამოოავლინა ქარხნული წუნი) ისე რომ აღარ ექვემდებარება შეკეთებას და საგარანტიო პირობების მიხედვით შეცვლის ვადა ამოწურულია, მომხმარებელს შეეუძლია ისარგებლოს გამონაკლისის სახით დაშვებულ საგარანტიო პირობაზე, რომლის მიხედვითაც ნივთი ექვებმდებარება შეცვლას საგარანტიო პირობების ვადაში (1 წლის მანძილზე)
პროდუქტის უკან დაბრუნების წესი:
მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ  ნივთი არ ემთხვევა მის მიერ შეძენილ  პროდუქტს ან აქვს ქარხნული წუნი
ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის ჩაბარების წამიდან, ამ ვადის გასვლასთან ერთად მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების უფლებას.
თუ მომხმარებლის მოთხოვნა ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებით შეესაბამება რეგლამენტით გაწერილ პირობებს, კომპანია ვალდებულია მომხამრებლის მიერ საქონლის უკან დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უკან დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა, მომხმარებელი თავის მხრივ აბრუნებს შეძენილ ნივთს.
მომხმარებელი ვალდებულია გასწიოს საქონლის უკან დაბრუნების ხარჯი
დაბრუნების შესახებ მოთხოვნა  მომხმარებელმა უნდა მოგვაწოდოს სოც. ქსელის გვერდზე: https://www.facebook.com/housemania.ge/; დაგვირეკოს ცხელ ხაზზე: 593331449 ან მოგვწეროს e-mail-ზე: info@housemania.ge
არ ბრუნდება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები: თუ ნივთი ჩაბარების შემდგომ მომხმარებლის მიერაა დაზიანებული, ან მომხმარებელმა უმიზეზოდ არ მოიწონა პროდუქტი.
ნივთი არ ბრუნდება თუ უკვე გამოყენებულია, ნივთი ითვლება უკვე მეორადად.
თუ არსებობს ეჭვი, რომ მოხდა ნივთის მომხმარებლის მიერ ჩანაცვლება (სხვა მსგავსი ნივთით) კომპანია იტოვებს უფლებას, დაადგინოს სიმართლე და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. (მომხმარებელი ინფორმირებული იქნება თითოეულ ნაბიჯზე).